ENIAC
“კომპიუტერის განვითარების თაობები“
უკანასკნელ წლებამდე ცნობილი იყო, რომ პირველი ეგმ ააგეს 1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ჯონ ეკრტიმ (Jon Presper Eckert) და ჯონ მოუჩლიმ (Jone Mauchiy), რომლის სახელწოდებაც იყო "ენიაკი" (ENIAK – Electronic Numerical Integrator and Computer), მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მართალია, "ენიაკი" მსოფლიოში მომუშავე პირველი ეგმ-ია, რომლის კონსტრუქროტები არიან ეკერტი და მოუჩლი და მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაში, მაგრამ ეგმ-ის მუშაობის პრინციპები მათ მიერ არ ყოფილა მოფიქრებული.
ეს პრინციპები პირველად ჩამოაყალიბა 1937 წელს, აიოვას შტატის ქ. ეიმსში მომუშავე ამერიკელმა ფიზიკოსმა, წარმოშობით ბულგარელმა ჯონ ატანასოვმა. ამის გარდა, ატანასოვმა თავის დამხმარე კლიფორდ ბეტისთან ერთად სცადა აეგო პირველი ეგმ-ი. ეს კომპიუტერი, რომელსაც მათ უწოდეს "ABC", პრაქტიკულად დამთავრდა 1942 წელს. დარჩა მხოლოდ პერიფერიული ნაწილის აგება და ის, რომ "ABC" ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, ამის მიზეზი გახდა II მსოფლიო ომი. ეს ფაქტი ცნობილი იყო ბევრი მეცნიერისთვის და მათ შორის მოუჩლისთვისაც.
1973 წელს დაიწყო ორი დიდი ფირმის დავა კომპიუტერის ავტორობის შესახებ. ჩატარდა სასამართლოს 135 სხდომა. დამტკიცდა, რომ 1940 წელს ატანასოვს მიუწვევია მოუჩლი, უჩვენებია მისთვის ხელნაწერები, გაუცვნია გამოთვლითი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. გაირკვა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოუჩლიმ შეძლო ეგმ-ის შექმნა, რაც გაფორმდა პირველი კომპიუტერის სახით.
ამრიგად, დღეისთვის კომპიუტერის ავტორობის მორალური უფლება მხოლოდ ატანასოვს აქვს.
როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერი არის პროგრამის მიხედვით ამტომატურად მართვადი სწრაფმომქმედი ელექტრონული მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და გადაცემა.ბოლო წლებში კომპიუტერის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მის რიცხობრივ ზრდასთან ერთად, არანაკლებ სწრაფად მიმდინარეობდა მათი სრულყოფის პროცესიც.
ელემენტური ბაზის, ტექნიკური მახასიათებლების და ინფორმაციის დამუშავების მიხედვით მიღებულია კომპიუტერის დაყოფა თაობებად:
ლამპები და ელექტრონულ-სხივური მილაკები |
I თაობა (1950-1957) - ამ თაობის მანქანები აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე. ისინი არსებობდნენ 1957 წლამდე. ამ თაობების ეგმ-ზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი კომპიუტერი "ენიაკი" იწონიდა 27ტ-ს, შედგებოდა 18000 ლამპისგან, იკავებდა 200 მ2 ფართობს და მას ემსახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია. ამ თაობის მანქანებს მეხსიერება მაგნიტურ დოლებზე ჰქონდათ. მათი მუშაობის სიჩქარე თანამედროვე კომპიუტერთან შედარებით ძალზე მცირე იყო. წამში მხოლოდ 10-15 ათასი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება შეეძლო. ეს მანქანები ძირითადად ექსპერიმენტული მოწყობილობები იყვნენ და მათ აგებდნენ სხვადასხვა თეორიული მოსაზრებების შესამოწმებლად.
IBM |
"ენიაკის" პარალელურად, დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ იქმნებოდა კომპიუტერი IBM კომპიუტერს შეეძლო კოდების გაშიფრა, რის გამოც საჭირო იყო მისი გასაიდუმლოება. მას იყენებდნენ გერმანიაში პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. კოდების გახსნის მათემატიკური მეთოდი შექმნილი იყო მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდა ალან ტიურინგი (Alan Turing). 1943 წელს ლონდონში გამოიგონეს მანქანა Colossus,, რომელსაც ჰქონდა 1500 ელექტრონული ლამპა. ამ მანქანის ავტორნი და შემქმნელნი არიან - მ. ნიუმენი და ფ. ფლაუერი.
1937 წელს მათემატიკოსმა ჰოვარდ ეიკენმა (Howard Aiken) წარმოადგინა დიდი გამომთვლელი მანქანის შექმნის პროექტი. იგი დაასპონსორა ფირმა IBM-ის პრეზიდენტმა ტომას ვატსონმა (Tomas Watson), რომელმაც ამ საქმეში ჩადო 500 000 დოლარი. Mark-1-ის დაპროექტება დაიწყო 1939 წელს და გამოვიდა როგორც IBM-ის პროდუქცია.
1955 წელს ფირმა Ferrant-იმ გამოუშვა კომპიუტერი Pegasus, რომელშიც გამოყენება ჰპოვა საერთო დანიშნულების რეგისტრების კონცეფციამ. აღნიშნული კომპიუტერისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ოფიცერმა, (შემდგომში ადმირალმა) პროგრამისტმა გრეის ხოპერმა შექმნა პირველი კომპილატორი - პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ სიმბოლურ ენაზე დაწერილ პროგრამას თარგმნიდა მანქანურ ენაზე. კომპილატორი საგრძნობლად აადვილებდა პროგრამირების პროცესს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპიუტერული მეცნიერების ფუძემდებლად სამართლიანად ითვლებიან კლოდ შენონი - ინფორმაციის თეორიის შემქმნელი, ალან ტიურინგი - მათემატიკოსი, პროგრამირების და ალგორითმების თეორიის შემქმნელი და ჯონ ფონ ნეიმანი - გამომთვლელი მოწყობილობების კონსტრუქციის ავტორი.
პირველი თაობის კომპიუტერებია: "ენიაკი", СТРЕЛА, УРАЛ-2, M-20 და სხვა. ეს კომპიუტერები დიდი მოცულობისა და ნაკლებად საიმედონი იყვნენ, საჭიროებდნენ აგრეთვე ბევრ ელექტროენერგიას.
II თაობა (1958-1963) - ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ, ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა II თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და უფრო სწრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე. ისინი წარმოადგენდნენ პატარა რგოლებს, რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. ტრანზისტორული კომპიუტერი მის წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და მოხმარებული ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური ამოცანების ამოსახსნელად. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაშიც.
ამ წლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი განეკუთვნება პროგრამის სფეროს. II თაობის კომპიუტერებში პირველად გაჩნდა ის, რასაც დღეს ვეძახით ოპერაციულ სისტემას. ასევე, ამ წლებში შეიქმნა დაპროგრამების ენები: ფორტრანი, კობოლი, ალგოლი.
ამ თაობის კომპიურეტებია: M-220, БЕСМ-4, УРАЛ-14, МИНСК-2, МИНСК-4 და სხვა.
მესამე თაობის "მიკროპროცესორი" |
III თაობა (1963-1974) - 1964 წელს ფირმა IBM-მა წარადგინა ექვსმოდულიანი მოწყობლობა IBM, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მესამე თაობაში. ეს მანქანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ოპერატიული სისტემით და ჰქონდათ ბრძანების ერთიანი სისტემა.
1957 წელს რობერტ ნოისმა (შემდგომში Intel-ის დამაარსებელი) გამოიგონა სრულყოფილი მეთოდი, რომლის საშუალებით ერთ ფირფიტაზე თავსდებოდა რამდენიმე ათეული ტანზისტორი და მათი შემაერთებელი ყველა საშუალება. მიღებულ ელექტრულ სქემას უწოდეს ინტეგრალური სქემა ანუ ჩიპი. 1968 წელს გამოვიდა პირველი კომპიუტერი ინტეგრალუტი სქემით. ხოლო 1970 წელს Intel ფირმამ დაიწყო ინტეგრალუტი სქემის გაყიდვა.
intel 4004 |
ამავე წელს Intel ფირმამ ააგო დიდი ეგმ-ის ცენტრალური პროცესორის ანალოგიური ინტეგრალური სქემა. ასე გაჩნდა პირველი მიკროპროცესორი lntel-4004.
ინტეგრალური სქემების გამოყენებამ გამოიწვია ამ თაობის კომპიუტერის სწრაფმოქმედების საგრძნობი ამაღლება (80-100 ათასი არითმეტიკული ოპერაცია წამში). აგრეთვე შეიქმნა დისკური ტიპის მეხსიერება და ინფორმაციის შემ
ტან-გამომტანი მოწყობილობა - დისფლეი. დისფლეი შედგება ეკრანისა და კლავიატურისადან. დისკური ანუ გარე მეხსიერება განკუთვნილია იმ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება მრავალჯერ გამოიყენოს.
კომპიუტერის განვითარების პროცესს თან სდევდა მანქანის პროგრამული უზრუნველყოფის, საექსპლუატაციო შესაძლებლობათა და მრავალი სხვა მაჩვენებლის მკვეთრი გაუმჯობესება.
მოიპოვა რა ლიდერობა, სწორედ ამ წლებში დაიწყო IBM ფირმამ IBM ტიპის კომპიუტერების გამოშვება, დაწყებული, პატარა კომპიუტერებიდან, დამთავრებული ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული კომპიუტერით.
60-70-იანი წლები იღბლიანი გამოდგა. 1969 წელს "დაიბადა" პირველი გლობალური კომპიუტერული ქსელი - სწორედ ის ქსელი, რასაც დღეს "Internet-ს" ვუწოდებთ. ასევე, სწორედ 1969 წელს ერთდროულად გამოჩნდნენ ოპერატიული სისტემა Unik და დაპროგრამების ენა "C", რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს პროგრამულ სამყაროზე და დღესაც ინარჩუნებენ ამ მდგომარეობას.
mesame taoba |
ამ თაობის კომპიუტერებს მიეკუთვნება: EC-1022, EC-1035, CM-2, CM-4, EC-1055 და სხვა.
IV თაობა (1975-1985) - სამწუხაროდ, 1975 წლიდან კომპიუტერის თაობების ცვლის სწორხაზოვნება ირღვევა... ითვლება, რომ 1975-85 წლების პერიოდში გამოსული კომპიუტერები ეკუთვნის IV თაობას, მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც: ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ამ წლების მიღწევები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამ პერიოდში გამოშვებული კომპიუტერები ახალ თაობას მივაკუთნოთ. ამ მოსაზრების მიმდევრები მესამე თაობას "III + ნახევარ"-ის თაობის კომპიუტერებს უწოდებენ და მხოლოდ 1985 წლიდან დღემდე გამოსულ კომპიუტერებს თვლიან IV თაობის მანქანებად.
რაც მთავარია, სწორედ 80-იანი წლების დასაწყისიდან, პერსონალური კომპიუტერების გამოჩენის წყალობით, კომპიუტერული ტექნიკა მართლაც გახდა ხელმისაწვდომი საზოგამოებისთვის.
V თაობის კომპიუტერი - განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ე.წ. V თაობის კომპიუტერები; ამ თაობის კომპიუტერების აგების პროგრამა შეიქმნა იაპონიაში 1982 წელს. პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ 1991 წელს გამოვიდოდა სრულიად ახალი ტიპის კუმპიუტერები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებოდნენ ხელოვნური ინტელექტის ამოცანების ამოხსნაზე. ამ მანქანების ენა იქნებოდა პროლოგი და მათი ძირითადი ამოცანა კი არა ინფორმაციის, არამედ ცოდნის შენახვა და დამუშავება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მანქანებისთვის პროგრამებს კი არ დაწერდნენ, არამედ, "ბუნებრივ ენაზე" აუხსნიდნენ, თუ რას ითხოვდნენ მისგან და ეს მანქანაც ყველაფერს გააკეთებდა.
და ბოლოს, დახვეწილი პერსონალური კომპიუტერი:
No comments:
Post a Comment