ტექნიკური სასწაული
პროცესორები მოხმარების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ ოთხ ძირითად კლასად; პირველი და ყველაზე ძვირი არის სერვერული პროცესორები, ძირითადად ამ კლასის პროცესორები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის არ არის განკუთვნილი. შემდეგ შეიძლება ცალკე კლასად განვიხილოთ სამაგიდო სტანდარტული პროცესორები, ცნობილი სახელი intel Pentium 4. ბიუჯეტური მოდელები, რომლებიც როგორც წესი წარმოადგენენ ძირითადი კლასის შესუსტებულ, ან შეკვეცილ ვერსიას და საბოლოო კლასი არის მობილური პროცესორები. ეს კლასი ბოლო 2-3 წელია აქტიურად მიიწევს წინ და სამაგიდო კომპიუტერებს არაფრით არ ჩამოუვარდება.
კომპიუტერი პენტიუმ 4 ის პროცესორით |
პროცესორებს არ აწარმოებს მხოლოდ ერთი ფირმა. პროცესორებს არა ერთი ფირმა თუ ქვეყანააწარმოებს. სამაგიდო პროცესორების მწარმოებელი ფირმები არიან (ან იყვნენ) : VIA, Intel, IBM, AMD და სხვა. ამ ბოლო დროს პროცესორების წარმოებას ჩინეთიც შეუდგა, მაგრამ ჯერჯერობით მათი სიმძლავრეები საკმაოდ სუსტია, თან ისინი მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი.დღეს ყველაზე ცნობილია ორი ფირმა: კომპანია intel-ი და კომპანია AMD.
ინტელის ფირმის კომპიუტერების ძირითადი კლასები:
— სერვერული პროცესორები - intel itanium, intel itanium2, intel Xeon,
— სამაგიდო პროცესორები - intel Pentium 4, intel Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo
ბიუჯეტური პროცესორები - intel Celeron — მობილური პროცესორები - intel Pentium M, intel Celeron M, intel Core Solo, intel Core Duo
სერვერულ პროცესორებს განეკუთვნება ეს ორი ძირითადი დასახელება intanium და Xeon. პირველი პროცესორი განკუთვნილია სპეციალური გამოთვლებისთვის, მასზე ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემას ვერ დავაინსტალირებთ, რადგან მისი ბრძანებები სულ სხვა ინსტრუქციებით მოქმედებენ, გამოიყენება ძირითადად დიდი კლასტერული (ანუ მრავალი კომპიუტერისა თუ პროცესორის ერთაინობა) სისტემების აგებისას რომლებსაც არნახული გამოთვლითი სიმძლავრეები აქვთ, ყველაზე ხშირად გამოიყენება ატომური ენერგეტიკისთვის საჭირო გამოთვლებში როგორც წესი ასეთ სისტემაში გაერთიანებულია 1024, ან მეტი პროცესორი. როგორც წესი ამ პროცესორის მიღება ბევრი ქვეყნისთვის მიუწვდომელია, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მიზეზების გამო.
სერვერის კლასისთვის განკუთვნილია პროცესორი XEON-ი რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის არის შექმნილი, მუშაობს ჩვეულებრივი სამაგიდო ოპერაციული სისტემების ქვეშ, შეიძლება გამოიყენებოდეს მრავალ პროცესორული სისტემა, ან კლასტერული სისტემა. ხშირად რატომღაც ითვლება რომ ამ პროცესორის ბაზაზე შეიძლება გრაფიკული სადგურის აგება. თუმცა, მისი პირველადი დანიშნულებაა სერვერი და ნაკადების განაწილება. იმის გამო რომ სერვერულ ტექნოლოგიაში სასურველია პროცესორის მთელი სიმძლავრე ერთმა პროცესმა არ შეჭამოს, ხდება პროცესების გადანაწილება, შედეგად ერთ პროცესს 25-50%-ზე მეტი რესურსის მიღება ფიზიკურად არ შეუძლია, ამიტომ რეალურად სრული წარმადობის მიღება სამუშაო სადგურებში შეუძლებელია.
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ რა არის ტაქტიკური სიხშირე. ამ კლასის პროცესორები იწყება 1,3 გიგაჰერცით და მთავრდება 3,8 გიგაჰერცით, intel-ის გადაწყვეტილებით 4 გიგაჰერციანი ზღვარი გადალახული არ იყო შედეგად გიგა და მეგა ჰერცების რბოლა ამით შეწყდა. შემდეგი უნდა ვიცოდეთ პროცესორის ბირთვები, თავიდან ეს პროცესორი გამოდიოდა სამი ბირთვით Willamette, Northwood და Presscot, სამივეს აქვს თავიანთი შესაძლებლობები და პლიუს მინუსები.
სოკეტი არის დედადაფაზე არსებული ასე ვთქვათ ჩარჩო რომელშიც პროცესორი ჯდება,სწორედ სოკეტის სახელითა და ზომით განისაზღვრება თუ რომელი პროცესორია თავსებადი მასში.არსებობს საკმაოდ ბევრი სახეობა სოკეტებისა: Socket 423, ანუ 423 ფეხიანი ბუდე, შესაბამისად 423 ფეხი ჰქონდა პროცესორს, შემდეგი გამოვიდა ახალი სტანდარტი Socket 478 და ბოლოს გამოვიდაSocket 775 . დღეს აქტუალური არის Socket 775 ანუ მეორენაირად LGA 775, თუმცა აქა იქ შეიძლება შეგხვდეთ შედარებით ძველი სტანდარტი Socket 478. პროცესორებს გააჩნიათ 800 მეგაჰერციანი სისტემური სალტე, ეს არის დეტალი, ანუ ხიდი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს დედა დაფას პროცესორს, მეხსიერებას ვიდეო სისტემას და სხვა მოწყობილობებს, რაც მეტია ამ სისტემური სალტის სიხშირე მით უფრო მეტი ინფორმაცია გადაიცემა ერთ წამში. ბოლო თაობის პროცესორებში ანუ CONROE-ს ბირთვში გამოიყენება LGA 775 სოკეტი და 1066 მეგაჰერციანი სისტემური სალტე, ეს რაც შეეხება CORE 2 Duo-ს, ხოლო Pentium 4 და Pentium D ძირითადად იყო 800 მეგაჰერციანი, შედარებით სუსტი დღეისათვის არის 533 მეგაჰერციანი,
სოკეტში ჩასმული პროცესორი |
მაშ ასე გვახსოვს ძირითადი კლასები, შევუდგეთ განხილვას:
— სერვერული პროცესორები - Opteron
— სამაგიდო პროცესორები - AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX
— ბიუჯეტური პროცესორები - AMD Sempron
ამ კომპანიას სერვერულ სეგმენტში მხოლოდ ერთი კლასის პროცესორი აქვს, მუშაობს ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემებთან, intel Itanium-ისგან განსხვავებით აქ არანაირი სუპერ ბრძანებები არ გამოიყენება, აქვს ბევრი დადებითი მხარე. პროცესორს სჭირდება განსხვავებული კლასის ბუდე, რომელიც 940 კონტაქტისგან შედგება. თუმცა არის მოდელები, რომლებიც 939 კონტაქტიან ბუდეში ჯდება, ეს კი სამაგიდო სისტემების ანალოგია. შედეგად ამ პროცესორის გამოყენება შეიძლება როგორც სერვერის, ასევე ძლიერი სამაგიდო სისტემისთვის, პროცესორს მართლაც შთამბეჭდავი სიმძლავრეები გააჩნია, რის გამოც ძალიან ძლიერ კონკურენციას უწევს intel-ის შესაბამისი კლასის პროდუქციას, ერთი პერიოდი ჰოლივუდის ბევრმა სტუდიამ სწორედ AMD-ს სერვერულ პროცესორზე შეაჩერა არჩევანი, დღეს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, მაგრამ აშკარად არა AMD-ს სასარგებლოდ. პროცესორები უნივერსალურია როგორც სერვერული გადაწყვეტილების, ასევე სამაგიდო სისტემებისთვის, ასე ვთქვათ გრაფიკული და სამუშაო სადგურებისთვის.
თავის დროზე AMD პროდუქცია წარმადობაში მოიკოჭლებდა, ამიტომ მას უფრო ბიუჯეტური
სეგმენტი ჰქონდა ათვისებული, მაგრამ როდესაც მოსისხლე კონკურენტი ბაზრის ამ სეგმენტშიც შემოიჭრა, AMD-ს სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული გახდა ეფიქრა ძლიერ სეგმენტში გადასვლაზე. შედეგად მოხდა წლების მანძილზე ახალი არქიტექტურის შემუშავება, ღამეების თენება, აურაცხელი თანამშრომლის განთავისუფლება, რომ გამონთავისუფლებული თანხები კვლევაში ყოფილიყო გამოყენებული. კომპანია ლამის კვარტალს კვარტალზე წაგებით ხურავდა, მაგრამ მოახერხა და გამოუშვა სანაქებო AMD Athlon 64. ამ პროცესორში ყველაფერი იყო ჩადებული. შემთხვევით პროცესორს რომ არ გაემართლებინა, კომპანია გაკოტრდებოდა და დღეს პროცესორების ბაზარზე ერთი ძირითადი ძვირადღირებული მონსტრი გვეყოლებოდა. საბედნიეროდ არქიტექტურამ გაამართლა, მოკლედ, AMD-მ მიიღო რეალურად კონკურენტუნარიანი პროცესორი, შეიჭრა მაღალი დონის პროცესორების სეგმენტში და intel-ს ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინა. ახალ პროცესორში ძალიან დიდი როლი შეასრულა 64 ბიტიანი ბრძანებების არსებობამ. მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური დარტყმა. ანუ იფიქრე ფართოდ, რაღა დროის 32 ბიტიანი პროცესორებია, აი 64 ბიტიანი და გეხსნება აურაცხელი შესაძლებლობა. რეალურად კი 64 ბიტიანი ინსტრუქციები იძლევა მხოლოდ ერთს - უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების აღქმის შესაძლებლობას.
სეგმენტი ჰქონდა ათვისებული, მაგრამ როდესაც მოსისხლე კონკურენტი ბაზრის ამ სეგმენტშიც შემოიჭრა, AMD-ს სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული გახდა ეფიქრა ძლიერ სეგმენტში გადასვლაზე. შედეგად მოხდა წლების მანძილზე ახალი არქიტექტურის შემუშავება, ღამეების თენება, აურაცხელი თანამშრომლის განთავისუფლება, რომ გამონთავისუფლებული თანხები კვლევაში ყოფილიყო გამოყენებული. კომპანია ლამის კვარტალს კვარტალზე წაგებით ხურავდა, მაგრამ მოახერხა და გამოუშვა სანაქებო AMD Athlon 64. ამ პროცესორში ყველაფერი იყო ჩადებული. შემთხვევით პროცესორს რომ არ გაემართლებინა, კომპანია გაკოტრდებოდა და დღეს პროცესორების ბაზარზე ერთი ძირითადი ძვირადღირებული მონსტრი გვეყოლებოდა. საბედნიეროდ არქიტექტურამ გაამართლა, მოკლედ, AMD-მ მიიღო რეალურად კონკურენტუნარიანი პროცესორი, შეიჭრა მაღალი დონის პროცესორების სეგმენტში და intel-ს ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინა. ახალ პროცესორში ძალიან დიდი როლი შეასრულა 64 ბიტიანი ბრძანებების არსებობამ. მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური დარტყმა. ანუ იფიქრე ფართოდ, რაღა დროის 32 ბიტიანი პროცესორებია, აი 64 ბიტიანი და გეხსნება აურაცხელი შესაძლებლობა. რეალურად კი 64 ბიტიანი ინსტრუქციები იძლევა მხოლოდ ერთს - უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების აღქმის შესაძლებლობას.
— რეალურად ასეთმა პროცესორმა რომ დაამუშავოს 64 ბიტიანი ბრძანებები, საჭიროა 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი იმ დროს არ არსებობდა. ასე თუ ისე მომუშავე 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემები მხოლოდ 2 წლის თავზე გამოჩნდა, მაგრამ მათ მასიურად დღემდე არავინ იყენებს, რადგანაც შედარებით ნელია 32 ბიტიან პროგრამებთან მუშაობისას, 64 ბიტიანი პროგრამები კი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა. — აქ მეორე სამწუხარო ფაქტი მოხდა, AMD აქამდე თავისი PR რეიტინგით ორიენტირებული იყო intel-ის პროცესორებზე და ეს სისტემა ამართლებდა მანამდე, სანამ Intel-მა უარი არ განაცხადა უაზროდ მეგაჰერცების ზრდაზე და 4 გიგაჰერციანი ბარიერი აღარ გადალახა. AMD-მ მიღებული რეიტინგების სისტემა ვეღარ გააჩერა და დღეს გამოდის პროცესორები რეიტინგით 4200+, 4400+, 4800+, 5000+ და ასე შემდეგ. რეალურად მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელი პროცესორი რისი ექვივალენტია იმიტომ, რომ intel-ის მეგაჰერცების საზომი ერთეული 3800 მეგაჰერცზე თავდება. შემდეგ intel-ი ორ ბირთვზე და ქეშ მეხსიერების გაზრდაზე გადავიდა, საბოლოოდ კი CORE 2 DUO-ს შემთხვევაში AMD-სავით დააგდო ბირთვის სიხშირე და წარმადობა გაზარდა (ანუ ერთ ტაქტში ამოცანების დამუშავების რაოდენობა გაზარდა). დღეს გაუგებარი სიტუაციაა. Core 2 Dou, რომელსაც აქვს ნომერი Core 2 Extreme X6800 უსწრებს წარმადობით ყველაზე ჩქარ ორბირთვიან X2-საც და FX პროცესორებსაც 50-70%-ით. ამასობაში ბირთვის სიხშირე არის 2,93 მეგაჰერცი. გაუგებარი ხდება, თუ რას უტოლდება AMD-ს თუნდაც 5200+-ის პროცესორი, როდესაც იგი მინიმუმ 50%-ით აგებს 2,93 გიგაჰერვიან intel-ის პროცესორთან.
გადავიდეთ დეტალებზე. პროცესორების დღევანდელი თაობა ძირითადად მუშაობს ორი ტიპის ბუდეზე. ესენია Socket 754 და Socket 939. თუმცა რამდენიმე დღის წინ მოხდა ახალ ბუდეზე გადასვლა რომელსაც დაერქვა AM2. სოკეტი ითვალისწინებს 940 კონტაქტს, მაგრამ არათავსებადია ძველი სტანდარტის 940 კონტაქტიან ბუდესთან, რომელსაც იყენებს Opetereon-ის პროცესორები. ახალი ბუდით AMD-მ თავის პროცესორებს შემატა ახალი DDR2 მეხსიერების მხარდაჭერა (თუმცა ამ მეხსიერების მხარდაჭერა intel-ის პროცესორებში 2 წელია უკვე რეალიზებულია), აქამდე მისი პროცესორები მხოლოდ DDR1 მეხსიერებასთან მუშაობდნენ.
დღეს ეს ორი ფირმა შეიძლება წამყვანადაც ვაღიაროთ ამ დარგში,სადაც მათი წინსვლის სისწრაფე უფრო და უფრო იზრდება.ისინი ცდილობენ ერთმანეთს გაასწრონ რადგან დაიმკვიდრონ ერთპიროვნული ბატონობა მსოფლიო ბაზარზე,სწორედ ესეც ერთ-ერთი მიზეზია მათი წინსვლისა.თემის ბოლოს კი იხილეთ რამდენიმე საინტერესო ვიდეო AMDსა და Intel ის პროცესორების შესახებ:
AMD processor!!!
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპიუტერი.
No comments:
Post a Comment