პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
პირველი პერსონალური მიკროკომპიუტერი, სახელწოდებით"Altair",შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიაMITSდააარსაედ რობერტსმა.ფაქტიურად,"Altair"წარმოადგენდა მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებისგან. მას არ ჰქონდა კლავიატურა და მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით. ამ კომპიუტერისთვის პროგრამების ინტერპრეტატორი ბეისიკი კი შექმნა კორპორაციაMicrosoft-ის დამაარსებელმა -ბილ გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი:Tandy, Commodore, Apple II.განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერიApple, რომლის პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმასტივ ჯობსმადასტივ ვოზნეაკმაშექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანიაApple Computer,რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი მოდელიApple IIგამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით. ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელსApple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
1979 წელს გამოვიდაApple II-ის მოდიფიცირებული მოდელიApple II plus.ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების (საბეჭდი, დისკური მოწყობილობის, ფერადი ტელევიზორის) მიერთება.Apple II plus-თვის შექმნილმა"ელექტრონული ცხრილების"პირველმა პროგრამამ სახელწოდებით
visicalc VisiCalcგადააქცია ეს კომპიუტერი სერიოზულ ინსტრუმენტად (მცირე ფირმების ბუღალტერიის წარმოებისათვის). |
70-იანი წლების ბოლოს პერსონალური კომპიუტერის გავრცელებამ გამოიწვია დიდი და პატარა ეგმ-ებზე მოთხოვნილების შემცირება. ეს გახაIBM(Intelnational Business Machines Corporation) ფირმის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამიტომ 1979 წლიდან გადაწყვიტეს პერსონალური კომპიუტერების გამოშვება. კომპიუტერის მიკროპროცესორად არჩეულ იქნა უახლესიIntel-8088მიკროპროცესორი;
ახალი პროცესორის გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა 1 მბტ. მეხსიერებასთან, ხოლო ყველა სხვა კომპიუტერი იყო 64 კბტ. შეზღუდული მეხსიერებით. ამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულ იქნაფირმაMicrosoft-ისმიერ. 1981 წლის აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერიIBM PCდა ძალიან მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ერთი-ორი წლის შემდეგIBM PCკომპიუტერმა წამყვანი ადგილი დაიკავა კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე და პერსონალური კომპიუტერის სტანდარტად იქცა. დღეს ასეთი კომპიუტერები (IBM PC-თან თავსებადი) შეადგენენ მსოფლიოში წარმოებული კომპიუტერების 90%-ს.
1983 წლს გამოვიდაIBM PC XTკომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და 1985 წელს კი გამოვიდაIBM PC ATახალიIntel-80286პროცესორის ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა ფირმებმაც დაიწყესIBM PC-თან თავსებადი კომპიუტერების წარმოება, რომლებსაც უფრო იაფად ყიდნენ. ზოგიერთმა ფირმამ უფრო სწრაფად "აითვისა" ტექნიკური მიღწევები, ვიდრეIBM-მა. ახალი კომპიუტერიIntel-80386-მა, პროცესორით გამოუშვა უკვე არაIBM-მა არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ. ასე, რომIBMMფირმამ დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება "IBM PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ არის დამზადებული. დღეს ამ ტიპის კომპიუტერების უმეტესობა იწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მათი წარმოება უფრო იაფია.
IBM PCტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება სხვადასხვა ფირმის მეშვეობით, თუმცაIBM-ის ფირმა მაინც რჩება ყველაზე დიდ მწარმოებელ ფირმად. კომპიუტერებიIntel-80386X, 80486, PentiumპროცესორებითSuper-VGA 800x600და1024x768მონიტორებით დაამზადა არაIBM-მა, არამედ სხვა ფირმებმა.IBM PCტიპის კომპიუტერების განვითარებაზე დღეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მიკროპროცესორების - "კომპიუტერის ტვინის" მწარმოებელიIntelფირმა და ფირმაMicrosoft, რომელმაც გამოუშვა ოპერაციული სისტემაMS DOS,გრაფიკული გარსიWindowsდა სხვა მრავალი პროგრამაIBM PCტიპის კომპიუტერებისთვის.
პოსტს დავასრულებ კომპიუტერების მუზეუმში გადაღებული ვიდეოთი
No comments:
Post a Comment