XX საუკუნე სამართლიანად ითვლება კოსმონავტიკისა და ავიაციის საუკუნედ. მაგრამ გასული საუკუნის 70 – იანი წლები ასევე შეიძლება მივჩნიოთ თანამედროვე IT ინდუსტრიის ეპოქად, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ამერიკულ კომპანია ეფლის (Apple) ეკუთვნის.
iPad
ბრენდი Apple – დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.დღეს ძალიან მოთხოვნადია მის მიერ წარმოებული პლანშეტური კომპიუტერები და თამამად შეიძლება ითქვას რომ მას ipad ების წარმოებაში კონკურენტი არ ჰყავს.ხარისხზე კი ფასიც მიუთითებს
მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანიას შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.
პირველი პროექტი, რომელიც განახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური.
ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს 200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.
კომპანია Apple დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში და იმავე წელს გამოდის კომპანიის პირველი კომპიუტერი Apple Computer I. პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop – ის ყურადღება . ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე ჯობსის აქტიურობით კომპანიამ მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა Apple Computer გახდა სააქციო საზოგადოება.
apple computer 2 |
1977 წელს კომპანიის პრეზიდენტი ხდება მაიკლ სკოტი. ამ პერიოდში ხდება განსაკუთრებული გარღვევა კომპიუტერულ ბაზარზე. კომპანია უშვებს პირველ ფერადი გრაფიკის მქონე პერსონალურ კომპიუტერს Apple Computer II. იქმნება ფირმის სამარკო ნიშანი – ყველასთვის ცნობილი ვაშლი ( შექმნილი სარეკლამო კომპანია Regis McKenna –ის მიერ), რომელიც 2000 წლამდე შეფერილი იყო ცისარტყელის ფერებად. სწორეს ეს მოდელი ითვლება პირველ პერსონალურ კომპიუტერად. მისი ჩვენება ხდება კომპიუტერულ გამოფენაზე West Coast Computer Faire.
მიუხედავად მაღალი ფასისა (1300 დოლარი), კომპიუტერი Apple Computer II სარგებლობდა უდიდესი მოთხოვნით. მთლიანობაში გაყიდული იქნა 2 მილიონი ეგზემპლარი. გამოშვება გრძელდებოდა 1990 წლამდე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება კომპანიას მოუტანა 5,25 დიუმიანმა დისკაუტმა Disk II.
1984 წლის აპრილში გამოვიდა კომპიუტერის ახალი მოდელი Apple IIc, რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული განახლებული პროცესორი 65C02. გარდა ამისა კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო დისკის წამკითხავი, ოპერატიული მეხსიერება – 128 КБ და პირველად გამოყენებული იქნა მოდემის, პრინტერის, მაუსის და ჯოისტიკის მისაერთებელი პორტებ
1983 წელს კომპანია Apple უშვებს კომპიუტერის ახალ მოდელს – Lisa. ეს იყო მნიშვნრლოვნად გაუმჯობესებული მონაცემების მქონე კომპიუტერი. ფასი შეადგენდა 9995 დოლარს. მისთვის სპეციალურად შექმნილი იყო ახალი ოპერაციული სისტემა. მაგრამ, იმის გამო, რომ კომპიუტერ Lisa –ს გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, 1984 წელს შეიქმნა გაუმჯობესებული Lisa 2, რომლის ფასი საგრძნობლად დაბალი იყო წინა მოდელთან შედარებით. მიუხრდავად ამისა წარმატება არც მას ხვდა წილად. ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი შედარებით დაბალფასიანი მოდელების შექმნაზე.
ასე შეიქმნა პროექტი მაკინტოში (Macintosh). კომპიუტერი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკური მონაცემებით, აერთიანებდა სისტემურ ბლოკს და მონიტორს, პროცესორის ტაქტის სიხშირე იყო 8 МГ, ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 128 kb -ს მყარი დისკი იყო 400 kb.
მიუხედავად მწარმოებლების მცდელობისა მაკინტოში (Macintosh) მაინც არ გამოვიდა იაფი მოდელი. მისი ფასი შეადგენდა 2500 დოლარს.
1987 წელს ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. ამ მოდელში გადაწყდა მონიტორის და სისტემური ბლოკის განცალკევება.1986 წელს Apple დახვეწა Macintosh SCSI ინტერფეისით. იმავე წელს გამოვიდა იეროგლიფებზე სამუშაო ოპერაციული სისტემა – KadjiTalk, რითაც კომპანია მოახერხა აზიური ბაზრის ათვისება.
1990 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ყველაზე ძვირი მოდელის კომპიუტერი–Mac IIfx, რომელიც ღირდა 10 000 დოლარი.
1997 წელს ეფლი უშვება ახალი თაობის კომპიუტერს G3. ტექნოლოგიურად ახალი პროცესორები საგრძნობლად უსწრებდა Intel – ს. გარდა ტექნიკური მონაცემებისა G3 კომპიუტერები დიზაინის თვალსაზრისითაც საკმაოდ ლამაზად გამოუყურებოდა.
1999 წელს გამოვიდა ეფლის ნახევრად გამჭვირვალე კორპუსიანი ფერადი კომპიუტერების სერია Power Macintosh G3, რომლებიც ითვლებოდა პროფესიონალი დიზაინერების და გეიმერების მოდელებად. მათი ფასი შეადგენდა 1600 დან 4000 დოლარამდე.
Power Mac G4 Cube |
2000 წელს გამოდის Power Mac G4 Cube. 2001 წელს კომპანია უშვებს პირველ აიფონს (iPod). მისი ზომები იყო 100x62x18 мм და იწონიდა 184 გრამს.
2003 წელს იქმნება ახალი პროცესორი –G5
2006 წელს გამოდის ეფლის პირველი Intel – ის პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერი – iMac და MacBook Pro.
iPone 3G |
2008 წელს ანონსირებული იქნა ახალი აიფონის – iPhone 3G გამოშვების შესახებ. ამავე წლის მონაცემების მიხედვით კომპანიამ გაყიდა 4,7 მილიონი ტელეფონი, მისი წილი ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე შეადგენდა 12,9 %.
mac air |
დღევანდელ დღეს ეფლის ნოუთბუქები MacAir, არის ყველაზე თხელი ნოუთბუქი მსოფლიოში – ალუმინის კორპუსით, დაახლოებით ადამიანის თითის სისქის და წონით 1,36 kg.
iPad
ბრენდი Apple – დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.დღეს ძალიან მოთხოვნადია მის მიერ წარმოებული პლანშეტური კომპიუტერები და თამამად შეიძლება ითქვას რომ მას ipad ების წარმოებაში კონკურენტი არ ჰყავს.ხარისხზე კი ფასიც მიუთითებს
No comments:
Post a Comment