Thursday, January 24, 2013




კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბლოგზე!
  პოსტებში დაწერილია კომპიუტერისა და ვინდოუსის შექმნისა და განვითარების ისტორია,ტექნიკურ სიახლეები,ასევე ტექნიკის ბრენდები და მათი მწარმოებლები.მასალას დავურთე მცირეოდენი სურათები და ვიდეოები რომლებიც  საკმაოდ საინტერესოა,როგორც ჩემთვის ასევე იმედია თქვენთვისაც.
   ასე რომ  სასიამუვნო მოგზაურობას გისურვებთ  ტექნიკის სამყაროში!

ფოტო მასალა მოძიებულია საიტიდან desktopnexus.com
ვიდეომასალა youtube.com დან


სიახლეები


                                                                                   სიახლე Appi- ის შესახებ

Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი პრეზიდენტი John Sculley ირწმუნება, რომ ტექნიკის გიგანტს განვითარებად ბაზრებზე შესასვლელად იაფფასიანი პროდუქტის გამოცემა ესაჭიროება.
ყოფილი CEO თავისი განცხადებით Apple-ის გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება, რომ კომპანია პოპულარული სმარტფონის iPhone-ის იაფფასიანი ვერსიის გამოშვებას აპირებს.
მისივე ღრმა რწმენით, იმისათვის რომ Apple-მა ბაზარზე არსებული წილი შეინარჩუნოს, მას აუცილებლად ესაჭიროება განვითარებად ბარებზე გამყარებ





 მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი
კომპანია Alcatel-მა CES 2013-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი სიახლე წარმოადგინა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სმარტფონი Alcatel One Touch Idol Ultra - მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი. მისი სისქე 6,45 მმ-ს შეადგენს, რაც სულ რაღაც 0,1 მმ-Iტ ნაკლებია წინა რეკორდსმენზე.
მოდელი აქვს 4,7 დიუმიანი სენსორული AMOLED-ეკრანი, რომლის გარჩევადობაც 720х1280 წერტილს შეადგენს. ასევე ის აღჭურვილია ორბირთვიანი 1,2 გგჰ ტაქტიკური სიხშირის პროცესორით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 8 გბ მყარი მეხსიერებით. 

გარდა ზემოთ აღნიშულისა Alcatel One Touch Idol Ultra-ს აქვს ორი კამერა 8 მგპ და 1,3 მგპ კამერით. 

სმარტფონი Android 4.1 Jelly Bean ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს. მისი ჩინეთის ბაზარზე გამოსვლა იანვრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ხოლო სავარაუდო ფასი 499 აშშ დოლარს შეადგენს. 





  მონიტორი ViewSonic VSD240
კომპანია ViewSonic–მა 24 დიუმიანი მონიტორი, VSD240 წარადგინა. მოწყობილობა მონობლოკის ტიპის კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც ოპერაციული სისტემა Android 4.1 Jelly Bean–ის მართვის ქვეშ მუშაობს. 
ViewSonic VSD240 აღჭურვილია nVidia Tegra–ს ოთხბირთვიანი მესამე თაობის პროცესორით ტაქტიკური სიხშირით 1,7 გგჰ, Wi-Fi (802.11n) და Bluetooth ადაფტერებით, Ethernet–კონტროლერით, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერით, SD–ბარათის სლოტით, რამდენიმე USB–პორტითა და HDMI–ინტერფეისით. 

სენსორული ეკრანის გაფართოება 1920×1080 პიქსელს შეადგენს (Full HD–ფორმატი) და გააჩნია „მულტითაჩ“ ინტერფეისის მხარდაჭერა. 
VSD240 ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდება, ხოლო სავარაუდო ფასი 500 აშშ დოლარს შეადგენს. 









      PaperTab პლანშეტი
CES 2013–ის ფარგლებში წარდგენილ იქნა Plastic Logic–ის, Intel–ის და ქუინსის უნივერსიტეტის (კანადა) სპეციალისტების მიერ შქმნილი ინოვაციური ტაბლეტის, PaperTab–ის პროტოტიპი.
მოწყობილობა აღჭურვილია Core i5 პროცესორით და დრეკადი, 10,7 დიუმიანი მონოქრომული ეკრანით.
PaperTab–ში გამოყენებული პანელი ქაღალდზე ნაბეჭდის მსგავსი გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა, ხოლო დრეკადი ეკრანის წყალობით შეუძლია ნებისმიერი ფორმის მიღება.

PaperTab–ის რამდენიმე მოწყობილობის გაერთიანების შედეგად შესაძლებელია ერთი, დიდი ზომის დისპლეის მიღება. ორ პლანშეტს შორის ფაილების გასაცვლელად მათი ერთმანეთთან მიდება სრულიად საკმარისია. პლანშეტებს შორის ინფორმაციის გაცვლა უკაბელო კავშირის საშუალებით განხორციელდება.
PaperTab–ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია
























კომპანია Samsung-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, CES 2013-ის გამოფენაზე, დრეკადი ეკრანები წარმოადგინა. 
ახალი თაობის ეკრანი გამოყენება მობილური მოწყობილობებისთვის; ის მათ უკეთესად იცავს დაზიანებისგან და ამცირებს წონას.
წარმოდგენილი პანელები ორგანულ შუქდიოდებზეა (OLED) შესრულებული. მოქნილობა კიპლასტიკური სუბსტრატის გამოყენების საშუალებით მიიღწევა. გარდა ამისა ამ ეკრანის საშულებით გაჯეტის სხვადასხვა ფორმით გამოშვებაც არის შესაძლებელი. 
Samsung OLED-პანალების ბაზარზე გამოშვებას Youm-ის ბრენდის ქვეშ აპირებს. აღნიშნული ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობების გამოჩენა 2013 წლის პირველ ნახევარში არის მოსალოდნელი.













ტექნიკური სასწაული

              პროცესორები მოხმარების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ ოთხ ძირითად კლასად; პირველი და ყველაზე ძვირი არის სერვერული პროცესორებიძირითადად ამ კლასის პროცესორები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის არ არის განკუთვნილიშემდეგ შეიძლება ცალკე კლასად განვიხილოთ სამაგიდო სტანდარტული პროცესორებიცნობილი სახელი intel Pentium 4.  ბიუჯეტური მოდელებირომლებიც როგორც წესი წარმოადგენენ ძირითადი კლასის შესუსტებულან შეკვეცილ ვერსიას  და საბოლოო კლასი არის მობილური პროცესორებიეს კლასი ბოლო 2-3 წელია აქტიურად მიიწევს წინ და სამაგიდო კომპიუტერებს არაფრით არ ჩამოუვარდება.



    
       კომპიუტერი პენტიუმ 4 ის პროცესორით






  პროცესორებს არ აწარმოებს მხოლოდ ერთი ფირმაპროცესორებს არა ერთი ფირმა თუ ქვეყანააწარმოებსსამაგიდო პროცესორების მწარმოებელი ფირმები არიან (ან იყვნენ) : VIA, Intel, IBM, AMD და სხვა. ამ ბოლო დროს პროცესორების წარმოებას ჩინეთიც შეუდგამაგრამ ჯერჯერობით მათი სიმძლავრეები საკმაოდ სუსტიათან ისინი მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი.დღეს  ყველაზე ცნობილია ორი ფირმაკომპანია intel- და კომპანია AMD. 










    ინტელის ფირმის კომპიუტერების ძირითადი კლასები:
 —  სერვერული პროცესორები - intel  itanium, intel itanium2, intel Xeon,









  სამაგიდო პროცესორები - intel Pentium 4, intel Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo








                                               
                                                                




ბიუჯეტური პროცესორები - intel Celeron  მობილური პროცესორები - intel Pentium M, intel Celeron M, intel Core Solo, intel Core Duo









 სერვერულ პროცესორებს განეკუთვნება ეს  ორი ძირითადი დასახელება intanium და Xeonპირველი პროცესორი განკუთვნილია სპეციალური გამოთვლებისთვისმასზე ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემას ვერ დააინსტალირებთრადგან მისი ბრძანებები სულ სხვა ინსტრუქციებით მოქმედებენგამოიყენება ძირითადად დიდი კლასტერული (ანუ მრავალი  კომპიუტერისა თუ პროცესორის ერთაინობასისტემების აგებისას რომლებსაც არნახული გამოთვლითი სიმძლავრეები აქვთყველაზე ხშირად გამოიყენება ატომური ენერგეტიკისთვის საჭირო გამოთვლებში როგორც წესი ასეთ სისტემაში გაერთიანებულია 1024, ან მეტი პროცესორი.  როგორც წესი ამ პროცესორის მიღება  ბევრი ქვეყნისთვის მიუწვდომელიაროგორც პოლიტიკურისევე ფინანსური მიზეზების გამო.

   სერვერის კლასისთვის განკუთვნილია პროცესორი XEON- რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის არის შექმნილიმუშაობს ჩვეულებრივი სამაგიდო ოპერაციული სისტემების ქვეშშეიძლება გამოიყენებოდეს მრავალ პროცესორული სისტემაან კლასტერული სისტემახშირად რატომღაც ითვლება რომ ამ პროცესორის ბაზაზე შეიძლება გრაფიკული სადგურის აგებათუმცამისი პირველადი დანიშნულებაა სერვერი და ნაკადების განაწილებაიმის გამო რომ სერვერულ ტექნოლოგიაში სასურველია პროცესორის მთელი სიმძლავრე ერთმა პროცესმა არ შეჭამოსხდება პროცესების გადანაწილებაშედეგად ერთ პროცესს 25-50%-ზე მეტი რესურსის მიღება ფიზიკურად არ შეუძლიაამიტომ რეალურად სრული წარმადობის მიღება სამუშაო სადგურებში შეუძლებელია.

                                    

  სამაგიდო პროცესორები არის ის კლასი რომელიც ყველაზე ხშირად გვაინტერესებს და ვყიდულობთთუმცა თვითონ მწარმოებელი კომპანიები უფრო დიდ ფულს სერვერულ პროდუქციაში შოულობენ.  აქ განვიხილავთ ბოლო პროცესორებს Pentium 4, Pentium D,  Core Solo, Core Duo. 
 პირველი რაც უნდა ვიცოდეთ რა არის ტაქტიკური სიხშირეამ კლასის პროცესორები იწყება 1,3 გიგაჰერცით და მთავრდება 3,8 გიგაჰერცით, intel-ის გადაწყვეტილებით 4 გიგაჰერციანი ზღვარი გადალახული არ იყო შედეგად გიგა და მეგა ჰერცების რბოლა ამით შეწყდაშემდეგი უნდა ვიცოდეთ პროცესორის ბირთვებითავიდან ეს პროცესორი გამოდიოდა სამი ბირთვით Willamette, Northwood და Presscot, სამივეს აქვს თავიანთი შესაძლებლობები და პლიუს მინუსები.
        სოკეტი  არის დედადაფაზე არსებული ასე ვთქვათ ჩარჩო რომელშიც პროცესორი ჯდება,სწორედ სოკეტის სახელითა და ზომით განისაზღვრება თუ რომელი პროცესორია თავსებადი მასში.არსებობს საკმაოდ ბევრი სახეობა სოკეტებისა: Socket 423,  ანუ 423 ფეხიანი ბუდეშესაბამისად 423 ფეხი ჰქონდა პროცესორსშემდეგი გამოვიდა ახალი სტანდარტი Socket 478  და ბოლოს გამოვიდაSocket 775 . დღეს აქტუალური არის Socket 775 ანუ მეორენაირად LGA 775, თუმცა აქა იქ შეიძლება შეგხვდეთ შედარებით ძველი სტანდარტი Socket 478.  პროცესორებს გააჩნიათ 800 მეგაჰერციანი სისტემური სალტეეს არის დეტალიანუ ხიდირომელიც აკავშირებს ერთმანეთს დედა დაფას პროცესორსმეხსიერებას ვიდეო სისტემას და სხვა მოწყობილობებსრაც მეტია ამ სისტემური სალტის სიხშირე მით უფრო მეტი  ინფორმაცია გადაიცემა ერთ წამში.  ბოლო თაობის პროცესორებში ანუ CONROE- ბირთვში გამოიყენება LGA 775 სოკეტი და 1066 მეგაჰერციანი სისტემური სალტეეს რაც შეეხება CORE 2 Duo-ხოლო Pentium 4 და Pentium D ძირითადად იყო 800 მეგაჰერციანიშედარებით სუსტი დღეისათვის არის 533 მეგაჰერციანი,


                                                

                                          


სოკეტში ჩასმული პროცესორი

                    გადავიდეთ კომპანია  AMD- პროცესორებზე.
                     მაშ ასე გვახსოვს  ძირითადი კლასებიშევუდგეთ განხილვას:
   —  სერვერული პროცესორები - Opteron






  სამაგიდო პროცესორები - AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX
  ბიუჯეტური პროცესორები - AMD Sempron






                         






 ამ კომპანიას სერვერულ სეგმენტში მხოლოდ ერთი კლასის პროცესორი აქვს, მუშაობს ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემებთან, intel Itanium-ისგან განსხვავებით აქ არანაირი სუპერ ბრძანებები არ გამოიყენება, აქვს ბევრი დადებითი მხარე. პროცესორს სჭირდება განსხვავებული კლასის ბუდე, რომელიც 940 კონტაქტისგან შედგება. თუმცა არის მოდელები, რომლებიც 939 კონტაქტიან ბუდეში ჯდება, ეს კი სამაგიდო სისტემების ანალოგია. შედეგად ამ პროცესორის გამოყენება შეიძლება როგორც  სერვერის, ასევე  ძლიერი სამაგიდო სისტემისთვის, პროცესორს მართლაც შთამბეჭდავი სიმძლავრეები გააჩნია, რის გამოც ძალიან ძლიერ კონკურენციას უწევს intel-ის შესაბამისი კლასის პროდუქციას, ერთი პერიოდი ჰოლივუდის ბევრმა სტუდიამ სწორედ AMD- სერვერულ პროცესორზე შეაჩერა არჩევანი, დღეს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, მაგრამ აშკარად არა AMD- სასარგებლოდ. პროცესორები უნივერსალურია როგორც სერვერული გადაწყვეტილების, ასევე სამაგიდო სისტემებისთვის, ასე ვთქვათ გრაფიკული და სამუშაო სადგურებისთვის.


                   
      


                                   
  სამაგიდო AMD პროცესორები"
 თავის დროზე AMD პროდუქცია წარმადობაში მოიკოჭლებდაამიტომ მას უფრო ბიუჯეტური
სეგმენტი ჰქონდა ათვისებულიმაგრამ როდესაც მოსისხლე კონკურენტი ბაზრის ამ სეგმენტშიც შემოიჭრა, AMD- სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული გახდა ეფიქრა ძლიერ სეგმენტში გადასვლაზეშედეგად მოხდა წლების მანძილზე ახალი არქიტექტურის შემუშავებაღამეების თენებააურაცხელი თანამშრომლის განთავისუფლებარომ გამონთავისუფლებული თანხები კვლევაში ყოფილიყო გამოყენებულიკომპანია ლამის კვარტალს კვარტალზე წაგებით ხურავდამაგრამ მოახერხა და გამოუშვა სანაქებო AMD Athlon 64. ამ პროცესორში ყველაფერი იყო ჩადებულიშემთხვევით პროცესორს რომ არ გაემართლებინაკომპანია გაკოტრდებოდა და დღეს პროცესორების ბაზარზე ერთი ძირითადი ძვირადღირებული მონსტრი გვეყოლებოდასაბედნიეროდ არქიტექტურამ გაამართლამოკლედ, AMD- მიიღო რეალურად კონკურენტუნარიანი პროცესორიშეიჭრა მაღალი დონის პროცესორების სეგმენტში და intel- ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინაახალ პროცესორში ძალიან დიდი როლი შეასრულა 64 ბიტიანი ბრძანებების არსებობამმაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური დარტყმაანუ იფიქრე ფართოდრაღა დროის 32 ბიტიანი პროცესორებიააი 64 ბიტიანი და გეხსნება აურაცხელი შესაძლებლობარეალურად კი 64 ბიტიანი ინსტრუქციები იძლევა მხოლოდ ერთს -  უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების აღქმის შესაძლებლობას.
    —  რეალურად ასეთმა პროცესორმა რომ დაამუშავოს 64 ბიტიანი ბრძანებებისაჭიროა 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემარაც არ უნდა გასაკვირი იყოსასეთი იმ დროს არ არსებობდა.  ასე თუ ისე მომუშავე 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემები მხოლოდ 2 წლის თავზე გამოჩნდამაგრამ მათ მასიურად დღემდე არავინ იყენებსრადგანაც შედარებით ნელია 32 ბიტიან პროგრამებთან მუშაობისას, 64 ბიტიანი პროგრამები კი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა  აქ მეორე სამწუხარო ფაქტი მოხდა, AMD აქამდე თავისი PR რეიტინგით ორიენტირებული იყო intel-ის პროცესორებზე და ეს სისტემა ამართლებდა მანამდესანამ Intel-მა უარი არ  განაცხადა უაზროდ მეგაჰერცების ზრდაზე და  4 გიგაჰერციანი ბარიერი აღარ გადალახა. AMD- მიღებული რეიტინგების სისტემა ვეღარ გააჩერა და დღეს გამოდის პროცესორები რეიტინგით 4200+, 4400+, 4800+, 5000+ და ასე შემდეგრეალურად მომხმარებელი ვეღარ იგებსრომელი პროცესორი რისი ექვივალენტია იმიტომრომ intel-ის მეგაჰერცების საზომი ერთეული 3800 მეგაჰერცზე თავდებაშემდეგ intel- ორ ბირთვზე და ქეშ მეხსიერების გაზრდაზე გადავიდასაბოლოოდ კი CORE 2 DUO- შემთხვევაში AMD-სავით დააგდო ბირთვის სიხშირე და წარმადობა გაზარდა (ანუ ერთ ტაქტში ამოცანების დამუშავების რაოდენობა გაზარდა). დღეს გაუგებარი სიტუაციაა. Core 2 Dou, რომელსაც აქვს ნომერი Core 2 Extreme X6800 უსწრებს წარმადობით ყველაზე ჩქარ ორბირთვიან X2-საც და FX პროცესორებსაც 50-70%-ითამასობაში ბირთვის სიხშირე არის 2,93 მეგაჰერციგაუგებარი ხდებათუ რას უტოლდება AMD- თუნდაც 5200+-ის პროცესორიროდესაც იგი მინიმუმ 50%-ით აგებს 2,93 გიგაჰერვიან intel-ის პროცესორთან.
              გადავიდეთ დეტალებზეპროცესორების დღევანდელი თაობა ძირითადად მუშაობს ორი ტიპის ბუდეზეესენია Socket 754 და Socket 939. თუმცა რამდენიმე დღის წინ მოხდა ახალ ბუდეზე გადასვლა რომელსაც დაერქვა AM2. სოკეტი  ითვალისწინებს 940 კონტაქტსმაგრამ არათავსებადია ძველი სტანდარტის 940 კონტაქტიან ბუდესთანრომელსაც იყენებს Opetereon-ის პროცესორები.  ახალი ბუდით AMD- თავის პროცესორებს შემატა ახალი DDR2 მეხსიერების მხარდაჭერა (თუმცა ამ მეხსიერების მხარდაჭერა intel-ის პროცესორებში 2 წელია უკვე რეალიზებულია), აქამდე მისი პროცესორები მხოლოდ DDR1 მეხსიერებასთან მუშაობდნენ.
        დღეს ეს ორი ფირმა შეიძლება წამყვანადაც ვაღიაროთ ამ დარგში,სადაც მათი წინსვლის სისწრაფე უფრო და უფრო იზრდება.ისინი ცდილობენ ერთმანეთს გაასწრონ რადგან  დაიმკვიდრონ ერთპიროვნული ბატონობა მსოფლიო ბაზარზე,სწორედ ესეც ერთ-ერთი მიზეზია მათი წინსვლისა.თემის ბოლოს კი იხილეთ რამდენიმე საინტერესო ვიდეო AMDსა და Intel ის პროცესორების შესახებ:




                                     




AMD processor!!!


       

 

       

   


                   


ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპიუტერი.
 როგორც ხედავთ ტექნიკური წინსვლა მსოფლიოში ძალიან დიდია.ის რაც წარმოუდგენელად მიაჩნდათ წარსულში,ახლა რეალობაა,ვინ იცის კიდევ რამდენს შესწვდება და სადამდე მივა ტექნიკა...........