სიახლეები


                                                                                   სიახლე Appi- ის შესახებ

Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი პრეზიდენტი John Sculley ირწმუნება, რომ ტექნიკის გიგანტს განვითარებად ბაზრებზე შესასვლელად იაფფასიანი პროდუქტის გამოცემა ესაჭიროება.
ყოფილი CEO თავისი განცხადებით Apple-ის გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება, რომ კომპანია პოპულარული სმარტფონის iPhone-ის იაფფასიანი ვერსიის გამოშვებას აპირებს.
მისივე ღრმა რწმენით, იმისათვის რომ Apple-მა ბაზარზე არსებული წილი შეინარჩუნოს, მას აუცილებლად ესაჭიროება განვითარებად ბარებზე გამყარებ





 მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი
კომპანია Alcatel-მა CES 2013-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი სიახლე წარმოადგინა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სმარტფონი Alcatel One Touch Idol Ultra - მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი. მისი სისქე 6,45 მმ-ს შეადგენს, რაც სულ რაღაც 0,1 მმ-Iტ ნაკლებია წინა რეკორდსმენზე.
მოდელი აქვს 4,7 დიუმიანი სენსორული AMOLED-ეკრანი, რომლის გარჩევადობაც 720х1280 წერტილს შეადგენს. ასევე ის აღჭურვილია ორბირთვიანი 1,2 გგჰ ტაქტიკური სიხშირის პროცესორით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 8 გბ მყარი მეხსიერებით. 

გარდა ზემოთ აღნიშულისა Alcatel One Touch Idol Ultra-ს აქვს ორი კამერა 8 მგპ და 1,3 მგპ კამერით. 

სმარტფონი Android 4.1 Jelly Bean ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს. მისი ჩინეთის ბაზარზე გამოსვლა იანვრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ხოლო სავარაუდო ფასი 499 აშშ დოლარს შეადგენს. 






  მონიტორი ViewSonic VSD240
კომპანია ViewSonic–მა 24 დიუმიანი მონიტორი, VSD240 წარადგინა. მოწყობილობა მონობლოკის ტიპის კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც ოპერაციული სისტემა Android 4.1 Jelly Bean–ის მართვის ქვეშ მუშაობს. 
ViewSonic VSD240 აღჭურვილია nVidia Tegra–ს ოთხბირთვიანი მესამე თაობის პროცესორით ტაქტიკური სიხშირით 1,7 გგჰ, Wi-Fi (802.11n) და Bluetooth ადაფტერებით, Ethernet–კონტროლერით, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერით, SD–ბარათის სლოტით, რამდენიმე USB–პორტითა და HDMI–ინტერფეისით. 

სენსორული ეკრანის გაფართოება 1920×1080 პიქსელს შეადგენს (Full HD–ფორმატი) და გააჩნია „მულტითაჩ“ ინტერფეისის მხარდაჭერა. 
VSD240 ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდება, ხოლო სავარაუდო ფასი 500 აშშ დოლარს შეადგენს. 









      PaperTab პლანშეტი
CES 2013–ის ფარგლებში წარდგენილ იქნა Plastic Logic–ის, Intel–ის და ქუინსის უნივერსიტეტის (კანადა) სპეციალისტების მიერ შქმნილი ინოვაციური ტაბლეტის, PaperTab–ის პროტოტიპი.
მოწყობილობა აღჭურვილია Core i5 პროცესორით და დრეკადი, 10,7 დიუმიანი მონოქრომული ეკრანით.
PaperTab–ში გამოყენებული პანელი ქაღალდზე ნაბეჭდის მსგავსი გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა, ხოლო დრეკადი ეკრანის წყალობით შეუძლია ნებისმიერი ფორმის მიღება.

PaperTab–ის რამდენიმე მოწყობილობის გაერთიანების შედეგად შესაძლებელია ერთი, დიდი ზომის დისპლეის მიღება. ორ პლანშეტს შორის ფაილების გასაცვლელად მათი ერთმანეთთან მიდება სრულიად საკმარისია. პლანშეტებს შორის ინფორმაციის გაცვლა უკაბელო კავშირის საშუალებით განხორციელდება.
PaperTab–ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

























კომპანია Samsung-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, CES 2013-ის გამოფენაზე, დრეკადი ეკრანები წარმოადგინა. 
ახალი თაობის ეკრანი გამოყენება მობილური მოწყობილობებისთვის; ის მათ უკეთესად იცავს დაზიანებისგან და ამცირებს წონას.
წარმოდგენილი პანელები ორგანულ შუქდიოდებზეა (OLED) შესრულებული. მოქნილობა კიპლასტიკური სუბსტრატის გამოყენების საშუალებით მიიღწევა. გარდა ამისა ამ ეკრანის საშულებით გაჯეტის სხვადასხვა ფორმით გამოშვებაც არის შესაძლებელი. 
Samsung OLED-პანალების ბაზარზე გამოშვებას Youm-ის ბრენდის ქვეშ აპირებს. აღნიშნული ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობების გამოჩენა 2013 წლის პირველ ნახევარში არის მოსალოდნელი.




















No comments:

Post a Comment